ონლაინ ტურნირი სწრაფ ჭადრაკში, საქართველო – აზერბაიჯანი

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22-23 დეკემბერს საჭადრაკო  პლატფორმაზე lichess.org გაიმართება ონლაინ ტურნირი სწრაფ ჭადრაკში საქართველოსა – აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის  8,10,12, 14 და 16 წლამდე  ჭაბუკთა და გოგონათათვის.

კატეგორია A – 16 წლამდე (2004 წლის ჩათვლით დაბადებულნი) დაიწყება 23 დეკემბერს 18:00 სთ-ზე;

 კატეგორია B – 12 წლამდე (2008 წლის ჩათვლით დაბადებულნი) დაიწყება 23 დეკემბერს 15:00 სთ-ზე.

ტესტ ტურნირი გაიმართება 22 დეკემბერს 20:00 საათზე ყველა ასაკობრივი კატეგორიების ერთობლივი მონაწილეობით.

ტურნირი ტარდება ლიჩესის არენა სისტემით. მონაწილეებს პარტიების სათამაშოდ მიეცემათ 2 საათი. მოგებაზე იწერება 2 ქულა, ყაიმზე კი – 1.  

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ 2020 წლის აჭარის ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილეებს. (ვინც მიმდინარე წლის მანძილზე ონლაინ სივრცეში  არ ყოფილა დაბლოკილი სხვადასხვა საჭადრაკო პლატფორმებზე)

ტურნირში სათამაშოდ მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ თავიანთი სახელით საჭადრაკო  პლატფორმაზე lichess.org  და შემდეგ შეავსონ შემდეგი ანკეტა

https://forms.gle/iDGDRnoXDScDfL5C8

შემდეგ უნდა გაწევრიანდნენ  კლუბში 

https://lichess.org/team/ag-at-chessclub?fbclid=IwAR1a1yucbJgROYs5suQKYiXen4wJaxYP288lOvXZYkFdBZ0nVp4fztxCqKs

ტურნირებში ჩართვა (Join) შესაძლებელია თამაშის დაწყების ბოლო წუთამდე.

ტურნირი A- ლინკი

https://lichess.org/tournament/obaNmJ00?fbclid=IwAR3OqOfB1wrHGR8mnD1Ie39de6G2kd25KhXUGDcvn0AWV9xLxUKHqlcFVko

ტურნირი B – ლინკი

https://lichess.org/tournament/3yh99P5z?fbclid=IwAR3vpDSXHX8MtPnHPZT5CEZkbmoxs034WmTblrRvLt4UY16qZ_5Nh3EMMYY

ტესტ ტურნირი

https://lichess.org/tournament/DK0mgAEb?fbclid=IwAR1mllYYjr10fAAiTBz5dHg6juLPxhm0HvCtWbb1gATEvHou41onO7AmV_w

ონლაინ კლუბში რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 დეკემბრის 19:00 საათი. ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ გააწევრიანოს კლუბში მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადა.

გამარჯვებულები: 8,10,12,14 და 16 წლამდე კატეგორიებში ნომინირებული საუკეთესო ქართველი ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდებიან  ფასიანი  საჭადრაკო  საჩუქრებით.

მონაწილენი ვალდებულნი არიან დაიცვან lichess – ის საზოგადოების წესები და პრინციპები; მოჭადრაკე მიიღებს დისკვალიფიკაციას თუ აღმოჩნდება, რომ მან ისარგებლა დახმარებით ტურნირის მსვლელობის დროს (კომპიუტერული პროგრამით ან სხვა პირისგან) და ნომინაციის მოგების შემთხვევაში ვერ  მიიღებს პრიზს;

პარტიებზე განხორციელდება დაკვირვება lichess – ის ‘ანტიჩითინგის’ სისტემით, ასევე მოხდება მონაწილის მონიტორინგი პროგრამა ზუმის მეშვეობით.

A-B ტურნირების და ტესტ ტურნირის დროსაც მონაწილე ვალდებულია ჩაერთოს პროგრამა ზუმში.

https://us02web.zoom.us/j/82311434897?pwd=Uk1JZzhPeElFUmFtbEd6M1hGYmowQT09 Meeting ID: 823 1143 4897 Passcode: 237591Join our Cloud HD Video Meetingus02web.zoom.us

საკონტაქტო პირი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე  მელია  ტელ: 599 06 94 97