ონლაინ ტურნირი საქართველო – პოლონეთი 8,10,12 და 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და ქვემო სილეზიის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 19-20 ნოემბერს საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com  გაიმართება ონლაინ ტურნირი 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ასევე, 19-23 ნოემბერს, ქალთა შორის გაიმართება ონლაინ მატჩები სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. ორივე ტურნირში თითო ქვეყნიდან წარმოდგენილი იქნება 6-6 მანდილოსანი.

ტურნირების მიზანია: საქართველოსა და პოლონეთის მოჭადრაკეების თანამშრომლობა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო სილეზიის რეგიონის მემორანდუმის ფაგრლებში სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა; ონლაინ ჭადრაკის პოპულარიზაცია.

ასაკობრივი ტურნირი ჩატარდება შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 10 წუთი პარტიის ბოლომდე.   I ტური დაიწყება 20 ნოემბრის 19:00 საათზე.

მონაწილეები უნდა გაწერვიანდნენ კლუბში https://www.chess.com/club/poland-and-georgia-juniors-tournament ანკეტაში აუცილებლად უნდა მიეთითოს მონაწილის სახელი-გვარი და ფიდეს საიდენტიფიკაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში), რომლის მოძიებაც შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://ratings.fide.com

ასაკობრივ ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოსა და აჭარის ჩემპიონატებზე 8, 10, 12 და 14 წლამდე კატეგორიებში საპრიზო სამეულში გასულ ჭაბუკებსა და გოგონებს.

მონაწილემ ტურნირში თამაში უნდა დაადასტუროს საჭადრაკო კლუბში გაწევრიანებით 19 ნოემბრის 20:00 საათამდე.

ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გამოიყოფა 3 საუკეთესო ჭაბუკი და გოგონა, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით და საჭადრაკო სემინარით საერთაშორისო დიდოსტატებთან.

საქონტაქტო პირები: საერთაშორისო დიდოსტატები სალომე მელია (599 069497) და დავით ჯოჯუა (577 502550)