ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონია!

ბუქარესტში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი სენიორთა შორის.

ქალთა 65+ კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი! ის ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მეშვიდედ დაეუფლა, 1995, 2009, 2014, 2015, 2016, 2018, 2019 წლებში.

ქალთა 50+ კატეგორიაში საერთაშორისო ოსტატი ციალა ქასოშვილი მსოფლიო სენიორთა ათეულშია.

მამაკაცთა 50+ კატეგორიაში, დიდოსტატებმა გიორგი ბაღათუროვმა, ზურაბ სტურუამ და საერთაშორისო ოსტატმა ნიკოლოზ მანაგაძემ გაიყვეს 10-12 ადგილები 7,5 ქულით.

7 ქულით მამაკაცთა 65+ კატეგორიაში ფიდეს ოსტატი ვარლამ ვეფხვიშვილი 27-ე ადგილზეა.