”ნონა გაფრინდაშვილის თასის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 13-16 სექტემბერს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, ნონა გაფრინდაშვილის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.

ასპარეზობა მიმდინარეობდა შვეიცარული სისტემით 8 ტურად, დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

ვაჟთა და ქალთა ტურნირშიც მონაწილეობას 15-15 მოჭადრაკე ღებულობდა. მათ შორის აჭარას წარმოადგენდნენ: ნოდარ ლორთქიფანიძე, სალომე მელია და მირანდა მიქაძე.

გამარჯვებულები ვაჟთა შორის:

  1. ზურაბ სტურუა
  2. გიგა ყუფარაძე
  3. ნიკოლოზ მანაგაძე
  4. თორნიკე სანიკიძე
  5. ლევან ფანცულაია
  6. დავით ჯოჯუა
  7. ალექსანდრ ფიერი
  8. მიხეილ მჭედლიშვილი

გამარჯვებულები ქალთა შორის:

  1. ნანა ძაგნიძე
  2. მერი არაბიძე
  3. ბელა ხოტენაშვილი
  4. სალომე მელია
  5. ალექსანდრა ვახანია
  6. ინგა ხურცილავა
  7. სოფიო ნიკოლაძე
  8. სოფიო გვეტაძე

აღსანიშნავია, რომ 2 ტურნირის ქულათა ჯამით – ”მაია ჩიბურდანიძის თასის” და ”ნონა გაფრინდაშვილის თასის” ჯამური შედეგებით, ბათუმელი დიდოსტატი სალომე მელია III საპრიზო ადგილს დაეუფლა.

2 ტურნირის ქულათა ჯამით გამარჯვებულები ვაჯთა შორის:

  1. გიგა ყუფარაძე
  2. ნიკოლოზ მანაგაძე
  3. თორნიკე სანიკიძე
  4. დავით ჯოჯუა
  5. ზურაბ სტურუა

2 ტურნირის ქულათა ჯამით გამარჯვებულები ქალთა შორის:

  1. ნანა ძაგნიძე
  2. ბელა ხოტენაშვილი
  3. სალომე მელია
  4. მერი არაბიძე
  5. ინგა ხურცილავა