ნონა გაფრინდაშვილის თასის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

დასრულდა ნონა გაფრინდაშვილის თასის ონლაინ გათამაშება.
ასპარეზობა 3 ეტაპად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენდა.
პირველ ეტაპზე ქალთა შორის 1900<, ხოლო ვაჟთა შორის 2000< რეიტინგის მქონე მოჭადრაკეები შეეჯიბრნენ ერთმანეთს, მეორე ეტაპზე – უმაღლესი წოდების მქონე და ეროვნული ნაკრების წევრებიც ჩაერთნენ თამაშში. ეს ეტაპები შვეიცარული სისტემით მიმდინარეობდა.
საბოლოოდ, მეორე ეტაპიდან 1-16 ადგილზე გასული მოჭადრაკეები ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით შეეჯიბრნენ.

I ეტაპზე დიდი წარმატებით იასპარეზა ბათუმელმა დეა ბედოშვილმა, რომელმაც 9-დან 7 ქულით II ადგილი დაიკავა. დეასთან ერთად II ეტაპზე გადავიდნენ: კესარია მგელაძე, სოფია ანთია და თენგიზ დიდმანიძე.

II ეტაპიდან ტურნირს შეუერთდნენ: სალომე მელია, მირანდა მიქაძე, სოფიკო ტერელაძე, ირაკლი ახვლედიანი და ნოდარ ლორთქიფანიძე. აღსანიშნავია, რომ 16 მონაწილეთა შორის ნოკაუტ ტურნირში მონაწილეობის უფლება ხუთივე მათგანმა მოიპოვეს, მერვედფინალში კი საპრიზო ადგილები დაისაკუთრეს: მირანდა მიქაძემ, სალომე მელიამ, ირაკლი ახვლედიანმა და ნოდარ ლორთქიფანიძემ.

ქალთა ტურნირის საბოლოო შედეგები:
I – მერი არაბიძე
II – სოფიკო ხუხაშვილი
III – ბელა ხოტენაშვილი
IV – ლელა ჯავახიშვილი
V – მირანდა მიქაძე
VI – ინგა ჭარხალაშვილი
VII – სალომე მელია
VIII – ქეთი წაწალაშვილი

ღია ტურნირის საბოლოო შედეგები:
I – მიხეილ მჭედლიშვილი
II – დავით ჯოჯუა
III – ლევან ფანცულაია
IV – ნიკოლოზ კაჭარავა
V – ლუკა პაიჭაძე
VI – კონსტანტინე შანავა
VII – ირაკლი ახვლედიანი
VIII – ნოდარ ლორთქიფანიძე