“საქართველოს თასი” სწრაფ ჭადრაკში ნოდარ ლორთქიფანიძის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა

27 – 29 დეკემბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა ტურნირი სწრაფ ჭადრაკში – “საქართველოს თასის გათამაშება – 2019” .

ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. ტურნირის რეგლამენტი: 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.

ბათუმელმა მოჭადრაკემ ნოდარ ლორთქიფანიძემ დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვა საქართველოს თასი. მან 9 ტურიდან 8 ქულა დააგროვა. ქალთა შორის კი II-III ადგილები გაიყვეს მირანდა მიქაძემ და მარიამ თევზაძემ.