ნინო ბაციაშვილმა საერთაშორისო ტურნირზე პირველობა გაინაწილა!

ბათუმელმა ნინო ბაციაშვილმა დიდი წარმატებით იასპარეზა პორტუგალიაში გამართულ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირზე!

ნინომ 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და პირველობა სომხეთის წარმომადგენელ კარენ გრიგორიანთან ერთად გაინაწილა. (კოეფიციენტით II ადგილი) მან ასევე 15 ქულა შემატა საკუთარ რეიტინგს.