ნინო ბაციაშვილი ბრინჯაოს მედალოსანია!

ესპანეთის ქ. სიჯეში დასრულდა საერთაშორისო ფესტივალი “Sunway Sitges VI International Chess Festival”, რომელშიც ასპარეზობდა 441 მონაწილე მსოფლიოს 60 ფედერაციიდან.

აღსანიშნავია, რომ ბათუმელმა საერთაშორისო დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა ქალთა შორის მესამე ადგილი დაიკავა და თავის რეიტინგს 8 ქულა შემატა!