ნინო ბაციაშვილის მორიგი წარმატება!

22 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, სერბეთში, სტარა პლანინას მთებში, სერბეთის ქალთა პირველი ლიგა გაიმართა.

საქართველოდან მონაწილეობდა 2 სპორტსმენი: ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი.

აღსანიშნავია ბათუმელი დიდოსტატის ნინო ბაციაშვილის ძალზედ კარგი თამაში, მან 11-დან 10.5 ქულა დააგროვა და როგორც გუნდურ, ასევე პირად ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა!