მწვრთნელთა და მსაჯთა სალიცენზიო გამოცდები

2023 წლის 7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება მსაჯთა სალიცენზიო გამოცდები ეროვნული არბიტრის წოდებაზე, ხოლო 8 ოქტომბერს, 12:00 საათზე – მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდები C კატეგორიის მისანიჭებლად.

გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სრულწლოვან წევრებს, რომელთაც გადახდილი აქვთ:

1. 2023 წლის შესაბამისი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (24ლ);

2. თითოეული სალიცენზიო გამოცდის სარეგისტრაციო შესატანი (30ლ).

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია:  

  • სს “საქართველოს ბანკი”
  • საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701  
  • ბანკის კოდი BAGAGE22

მსაჯთა სარეგისტრაციო ბმული – https://forms.gle/sqs84rArQoKPgAta7

მწვრთნელთა სარეგისტრაციო ბმული – https://forms.gle/2pTzEQNfbnfrSBMf6

საკონტაქტო პირი – ღონისძიებების / მსაჯთა და საკვალიფიკაციო კომისიის
თავმჯდომარე დათო კოდუა, მობ: 593399264. ელ-ფოსტა: