მსოფლიოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში – ტექნიკური შედეგები

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, 25-30 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში გაიმართა.

ტურნირებში მონაწილეობას ღებულობდა 250-ზე მეტი მოჭადრაკე,  მათ შორის, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი.

 დროის კონტროლი:

რაპიდი – 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე  10 წამის  დამატებით, პირველივე სვლიდან.

ბლიცი   –   3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე    2 წამის დამატებით, პირველივე სვლიდან.

საპრიზო ფონდი: 1 000 000 $ 

ვაჟთა შორის – 700 000  $  (350 000 რაპიდი და 350 000 ბლიცი)

ქალთა შორის – 300 000  $  (150 000 რაპიდი და 150 000 ბლიცი)

ტურნირის აღმოჩენა გახდა 17 წლის უზბეკი ნოდირბეკ აბდუსატოროვი, რომელმაც მაგნუს კარლსენთან გამარჯვების შემდეგ სწრაფ ჭადრაკში მშოფლიოს ჩემპიონის გვირგვინი მოიპოვა, რითაც ასევე მაგნუსს ჩამოართვა ტიტული. ქალთა შორის კი გამარჯვებული გახდა ალექსანდრა კოსტენუკი.

ბლიცში ვაჟთა შორის გაიმარჯვა მაქსიმ ვაშიერ-ლაგრავემ, ქალთა შორის კი ბიბისარა ასუბაევამ , რომელიც ასევე არ იყო სატურნირო ცხრილის ფავორიტებში და აბდუსატოროვის მსგავსად ქალთა ტურნირებში მოულოდნელი შედეგები დააფიქსირა.

ტურნირებში ასევე ასპარეზობდა 6 ქართველი მოჭადრაკე. აღსანიშნავია, რომ ნანა ძაგნიძემ ორივე ტურნირში V-VII ადგილები გაიყო.