მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები სენიორთა შორის

6 ნოემბერს, იტალიის ტერასინში, სენიორთა შორის FIDE-ს 31-ე ჩემპიონატი დასრულდა. აღსანიშნავია, რომ იტალიამ უკვე მერვედ უმასპინძლა ამ ტურნირს. წლევანდელი ღონისძიება ულამაზეს კუნძულ სიცილიაზე ჩატარდა. 

ყოველი კატეგორია გაიმართა შვეიცარული სისტემით, 11 ტურად. დროის კონტროლით: 90 წთ. 40 სვლაზე, + 30 წთ. დარჩენილი თამაშისთვის, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ასპარეზობაში 53 სხვადასხვა ეროვნული ფედერაციის 271 მოთამაშე მონაწილეობდა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის შემდეგ კატეგორიებში იბრძოდნენ: ღია 50+, ღია 65+ და ქალთა შორის.

FIDE-ს ღონისძიებების კომისიის გადაწყვიტილებით ქალთა 50+ და 65+ კატეგორიები გაერთიანდა და შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა. პრიზები გადაეცათ ორივე კატეგორიაში ცალ-ცალკე, საბოლოო პოზიციების მიხედვით.

საქართველოდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:

  • ნონა გაფრინდაშვილი (Women 65+) 11-დან 6 ქულა; V ადგილი
  • სოფიკო ტერელაძე (Women 50+) 11-დან 7 ქულა; III-V ადგილი
  • ზურაბ სტურუა (Open 50+) 11-დან 7 ქულა; XXII ადგილი
  • როინ ლიპარტელიანი (Open 65+) 11-დან 1.5 ქულა;

ორივე ასაკობრივი კატეგორიის ერთიანი საბოლოო შედეგის სია ქალთა შორის:

საბოლოო შედეგის სია ღია 65+ კატეგორიაში:

საბოლოო შედეგის სია ღია 50+ კატეგორიაში: