მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა სწრაფ ჭადრაკში 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის

12-19 აგვისტოს, ნიდერლანდების ეინდჰოვენში, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა სწრაფ ჭადრაკში 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის გაიმართა.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობდა, დროის კონტროლი: 45 წუთი 10 წამის დამატებით.

საქართველოს ახალგაზრდულ გუნდში მონაწილეობდნენ: ლუკა კილაძე, ნიკოლოზ შამათავა, ანასტასია კირთაძე და კესარია მგელაძე. დელაგაციას ხელმძღვანელობდა საერთაშორისო დიდოსტატი დავით ზარქუა.

ღონისძიებაში ჩართული იყო 67 გუნდი.

საბოლოო შედეგი:

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გუნდმა მეხუთე ადგილი დაიკავა.

კესარია მგელაძემ 9-დან 6,5 ქულა დააგროვა და 120 სარეიტინგო ქულა მოიმატა! მწვრთნელები: საერთაშორისო ოსტატი ნოდარ ლორთქიფანიძე და ნიკოლოზ მანაგაძე!

ანასტასია კირთაძემ 9-დან 5,5 ქულა დააგროვა და 79 სარეიტინგო ქულა მოიმატა! მწვრთნელი – საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე გახლავთ!

ნიკოლოზ შამათავამ 9-დან 4,5 ქულა დააგროვა და 88 სარეიტინგო ქულა მოიმატა! მწვრთნელი – საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა გახლავთ!

ლუკა კილაძემ 9-დან 6,5 ქულა დააგროვა და 175 ქულა შემატა საკუთარ რეიტინგს! მწვრთნელი – საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა გახლავთ!