მსოფლიოს ჩემპიონატი 14,16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

5-17 სექტემბერს, მამაიაში (რუმინეთი) მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.

ტურნირი შვეიცარული სისტემით, 11 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 90 წუთი 30 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.

ჩემპიონატის კატეგორიებში 73 ქვეყნის 624 მოჭადრაკე ასპარეზობდა.

საქართველოდან 8 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის იყო ბათუმელი დეა ბედოშვილი, რომელმაც 18 წლამდე გოგონათა შორის 6 ქულა დააგროვა, 25-31 ადგილები გაიყო და თავის რეიტინგს 190 ქულა შემატა.