მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატი – 2021

ესპანეთის ქალაქ სიტჯესში 26 სექტემბერს სტარტი აიღო მსოფლიოს ქალთა გუნდურმა ჩემპიონატმა.

ჩემპიონატში ასპარეზობს 12 ქვეყნის ეროვნული ნაკრები:

  1. საქართველო
  2. ინდოეთი
  3. ამერიკა
  4. გერმანია
  5. პოლონეთი
  6. რუსეთი
  7. ესპანეთი
  8. აზერბაიჯანი
  9. ყაზახეთი
  10. უკრაინა
  11. საფრანგეთი
  12. სასომხეთი

დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.

ტურნირი ორი ეტაპისგან შედგება:

I ეტაპი – 12 მონაწილე გუნდი დაყოფილია 2 ჯგუფად (Pool A, Pool B), თითოეულ ჯგუფში 6 გუნდია და თამაშები 27-29 სექტემბერს წრიული სისტემით 5 ტურად გაიმართება. თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო 4 გუნდი გადავა II ეტაპზე, რომელიც უკვე 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ნოკაუტ სისტემით გაიმართება და თითოეული შეხვედრა 2 მატჩისგან შედგება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები (Pool B)

გუნდის კაპიტანია დავით ჯოჯუა, მთავარი მწვრთნელი – ელიზბარ უბილავა.