მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩვენების გამარჯვებით დასრულდა!

მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის პირველი ეტაპი B ჯგუფში საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, ხოლო A ჯგუფში CFR-ის გუნდმა იმარჯვა.

საქართველოს ნაკრებმა 8 სამატჩო ქულა დააგროვა, 1 ქულით გაუსწრო უკრაინის და ყაზახეთის გუნდებს და დამაჯერებლად გავიდა პირველ ადგილზე.

მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის მეოთხედფინალში იასპარეზებენ: საქართველო, ინდოეთი, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ამერიკა, ყაზახეთი და სასომხეთი.

30 სექტემბრიდან დაიწყება ტურნირის მეორე ეტაპი, რომელიც უკვე ნოკაუტ სისტემით გაიმართება. თითოეულ ეტაპზე გამარჯვებულის ბედს 2 მატჩიანი შეჯიბრი გადაწყვიტავს, 45-წუთიანი პარტიების ფრედ დასრულების შემთხვევაში კი დამატებითი მატჩი გაიმართება ელვისებურ ჭადრაკში – 3 წუთი 2 წამის დამატებით.

ქართველი მოჭადრაკეების ტექნიკური შედეგები:

  • ნანა ძაგნიძე (2455) 3/5
  • ნინო ბაციაშვილი (2371) – 4/5
  • მერი არაბიძე (2434) – 2/5
  • ლელა ჯავახიშვილი (2364) – 3/4
  • სალომე მელია (2271) – 1,5/2

მეოთხედფინალში ჩვენების მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრები იქნება.