მსოფლიო თასის გამარჯვებულები

29 ივლისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის, მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართა.

თითოეული ღონისძიების საუკეთესო სამმა მოთამაშემ მიიღო კვალიფიკაცია კანდიდატთა მომავალ ტურნირზე, რომელიც მომავალი წლის აპრილში ტორონტოში გაიმართება. 

ქალთა შორის მსოფლიოს 103 უძლიერესი ქალი ასპარეზობდა, რომელთა შორის 6 ქართველი იყო:

  • ნანა ძაგნიძე (2511)
  • ბელა ხოტენაშვილი (2475)
  • ნინო ბაციაშვილი (2474)
  • მერი არაბიძე (2451)
  • ლელა ჯავახიშვილი (2439)
  • სალომე მელია (2377)

ვაჟთა შორის 206 მონაწილე იყო და საქართველოს სახელით მათ შორის 3 დიდოსტატი თამაშობდა:

  • ლევან ფანცულაია (2564)
  • მიხეილ მჭედლიშვილი (2561)
  • ლუკა პაიჭაძე (2531);

ტურნირის პირველი ეტაპი ითამაშეს სალომე მელიამ და ვაჟებმა.

სალომე მელიას მეტოქე პირველ წრეში იყო პორტუგალიელი ლიბერატო კატიე გოულარტ, რომელთანაც მატჩი სალომეს გაიმარჯვებით დასრულდა და გააგრძელა ასპარეზობა მეორე ეტაპზე, სადაც საქართველოს ქალთა ნაკრების სხვა წევრებიც ჩაერთნენ.

ვაჟთა შორის ლუკა პაიჭაძემ ასპარეზობა პირველივე ეტაპზე დატოვა, ხოლო ლევან ფანცულაიამ და მიხეილ მჭედლიშვილმა გააგრძელეს თამაში მეორე ეტაპზე.

მეორე წრე გადალახეს: ბელა ხოტენაშვილმა, ნინო ბაციაშვილმა, მერი არაბიძემ და ლელა ჯავახიშვილმა. ასპარეზობა დატოვა ნანა ძაგნიძემ, მისი მეტოქე იყო პოლონელი კლაუდია კულონი, ასევე სალომე მელიამ, რომელიც მსოფლიოს ექს ჩემპიონ უკრაინელ ანა უშენინას ეთამაშებოდა და ვაჟებმაც, რომლებიც მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკეებს დაუპირისპირდნენ.

  • მაგნუს კარლსენი – ლევან ფანცულაია
  • კარუანა ფაბიანო – მიხეილ მჭედლიშვილი

მესამე ეტაპზე ერთმანეთს მერი არაბიძე და ბელა ხოტენაშვილი ებრძოდნენ, რის შედეგადაც მერი გამოეთიშა ასპარეზობას, ასევე ამავე ეტაპზე ლელა ჯავახიშვილი დამარცხდა ინდოელ ჰარიკა დრონავალთან და ვეღარ გადავიდა შემდედგ წრეში. ხოლო ნინო ბაციაშვილმა ჩინელ ჟაოს სძლია და განაგრძო ბრძოლა მერვედფინალში.

მეოთხე ეტაპზე დაძაბულ ორთაბრძოლაში ნინო ალექსანდრა გორიაჩკინასთან დამარცხდა, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა ინდოელ კონერუ ჰუმპის მოუგო და გადავიდა მეოთხედფინალში!

მეოთხედფინალში ბელას მეტოქე ჩინელი ტან ჟონგი გახლდათ. საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ მატჩი ჩინელის გამრჯვებით დასრულდა.

ვაჟთა შორის მსოფლიოს თასი მოიგო ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა, ხოლო ქალთა შორის გამარჯვებული რუსი ალექსანდრა გორიაჩკინა გახდა!