მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

24 ნოემბერს, იტალიის ქალაქ მონტესილვანოში, მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობა 14, 16 და 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში დასრულდა.

ყოველი კატეგორია ჩატარდა შვეიცარული სისტემით 11 ტურად. დროის კონტროლი: 90 წთ. 40 სვლაზე, + 30 წთ. დარჩენილი თამაშისთვის, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ასპარეზობაში მსოფლიოს 80 ქვეყნის 773 მოჭადრაკე მონაწილეობდა. საქართველოს დელეგაციას 10 სპორტსმენი წარმოადგენდა, მათ შორის კი 14 წლამდე გოგონათა შორის 3 აჭარის წარმომადგენელი იყო.

  • კესარია მგელაძე (2065) 14 წლამდე გოგონათა შორის;
  • ანასტასია კირთაძე (1921) 14 წლამდე გოგონათა შორის;
  • მარიამ ცეცხლაძე (1911) 14 წლამდე გოგონათა შორის;
  • ლულუ დიასამიძე (1676) 14 წლამდე გოგონათა შორის;
  • ლუკა კილაძე (2145) 14 წლამდე ჭაბუკთა შორის;
  • ერეკლე ტაბატაძე (1925) 14 წლამდე ჭაბუკთა შორის;
  • გიორგი ჭანტურია (1668) 14 წლამდე ჭაბუკთა შორის.
  • მარიამ გვათუა (1701) 16 წლამდე გოგონათა შორის
  • დავით ნემსაძე (2300) 16 წლამდე ჭაბუკთა შორის
  • აკაკი ყალიჩავა (2141) 18 წლამდე ჭაბუკთა შორის

14 წლამდე გოგონათა შორის, 11-დან 8 ქულით V ადგილი ანასტასია კირთაძემ დაიკავა, VIII ადგილზე გავიდა კესარია მგელაძე 11-დან 7.5 ქულით, მარიამ ცეცხლაძემ 11-დან 6.5 ქულა მოაგროვა და 25-ე ადგილის დასჯერდა, ლულუ დიასამიძემ კი 11-დან 5.5 ქულით 55-ე ადგილი დაიკავა.

14 წლამდე ჭაბუკთა შორის, 23-ე ადგილზე ლუკა კილაძე (11-დან 7.5 ქულით) გავიდა, გიორგი ჭანტურიამ (11-დან 5.5 ქულით) 90-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ერეკლე ტაბატაძემ (11-დან 5.5 ქულით) 95-ე ადგილი დაისაკუთრა.

16 წლამდე გოგონათა შორის, მარიამ გვათუამ (11-დან 5.5 ქულით) 48-ე ადგილი დაიკავა. 16 წლამდე ჭაბუკთა შორის დავით ნემსაძე (11-დან 6 ქულით) 56-ე ადგილზე გავიდა.

18 წლამდე ჭაბუკთა შორის აკაკი ყალიჩავამ (11-დან 5 ქულით) 77-ე ადგილი დაიკავა.