ქართველი მოზარდების ტრიუმფი პოლონელებთან გამართულ ღია ტურნირში!

აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და ქვემო სილეზიის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 19-20 ნოემბერს საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com  გაიმართა ღია ტურნირი 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში ჯამში საქართველოსა და პოლონეთის მხრიდან წარმოდგენილი იყო 82 მონაწილე. 4 ასაკობრივ კატეგორიაში ქართველი მოზარდების მიერ მოპოვებულია 18 მედალი!

საქართველოდან ტურნირში მონაწილეობდნენ აჭარისა და საქართველოსა ჩემპიონატებზე 8, 10, 12 და 14 წლამდე კატეგორიებში საპრიზო სამეულში გასული ჭაბუკები და გოგონები.

8 წლამდე გამარჯვებულები ჭაბუკთა და გოგონათა შორის:

  1. ლუკა ქუნთელია
  2. გაბრიელ გაბადაძე
  3. ფრანჩიზეკ კოლანოვსკი
  1. ანასტასია ქუთათელაძე
  2. ლიზი უგულავა
  3. ანეტა ქედელიძე

10 წლამდე გამარჯვებულები ჭაბუკთა და გოგონათა შორის:

  1. ერეკლე ტაბატაძე
  2. ანდრია კვირაშვილი
  3. ნიკოდემ ბირონსკი

  1. მარიამ კალანდაძე
  2. მარტა ძნელაძე
  3. კესარია მგელაძე

12 წლამდე გამარჯვებულები ჭაბუკთა და გოგონათა შორის:

  1. დავით ნემსაძე
  2. ბლაჟეი გროტი
  3. ნიკოლოზ შამათავა

  1. ანასტასია კირთაძე
  2. ლულუ დიასამიძე
  3. ანნა ქავა

14 წლამდე გამარჯვებულები ჭაბუკთა და გოგონათა შორის:

  1. დანიელ საფაროვი
  2. ვასიკო შაპოვალოვი
  3. პიტერ ქეჯნა
  1. მარიამ სიჭინავა
  2. იაგოდა რომეკო
  3. ლიზი ქონიაძე

აღსანიშნავია დავით ნემსაძის წარმატებული ასპარეზობა, რომელმაც 7-დან 6.5 წულა მოაგროვა და საერთო ჩათვლაშიც 1 ადგილი დაიკავა! გოგონებში 7-დან 6 ქულით საერთო ჩათვლის გამარჯვებული ანასტასია კირთაძე გახდა !

აჭარის წარმომადგენლებმა 5 მედალი მოიპოვეს: 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

ყველა ასაკობრივი კატეგორიაში გამარჯვებული 3 საუკეთესო ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრით და საჭადრაკო სემინარით საერთაშორისო დიდოსტატებთან. (კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამომდინარე, პრიზების გადაცემა მოხდება ეტაპობრივად. სემინარზე დასასწრებად და პრიზების მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ აჭარის ჭადრაკის ფედერაციას 599 069497)