მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია!

17-30 მარტს, მონტენეგროში, რიგით 23-ე ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართა.

ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი, ყოველ სვლაზე 30 წამის მატებით.

ღონისძიებაში მონაწილეობდა 136 მოთამაშე 34 ევროპული ფედერაციიდან.

საქართველოდან მონაწილეობდა 8 მადნილოსანი:

მერი არაბიძემ 11-დან 8.5 ქულით ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

ასევე აღსანიშნავია სალომე მელიას წარმატებული თამაში, რომელმაც 11-დან 8 ქულით III-V ადგილი გაიყო და მსოფლიო თასის ლიცენზია მოიპოვა!

კიდევ ერთმა ქართველმა, ლელა ჯავახიშვილმა 11-დან 7.5 ქულით VII ადგილი დაიკავა და ისიც მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს თასზე, რომელიც მიმდინარე წლის 31 ივლისიდან ბაქოში გაიმართება.

საბოლოო შედეგები: