მერი არაბიძეს წარმატება პოლონეთში!

24 ივნისიდან 2 ივლისის ჩათლით, პოლონეთში ლეხ კაჩინსკის მემორიალი გაიმართ!

ღონისძიებაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მერი არაბიძემ ბრწყინვალედ იასპარეზა!

ტურნირი 6 უძლიერეს, ევროპელ დიდოსტატს შორის საჭადრაკო ‘სამჭიდში’ ჩატარდა.

მონაწილეები ერთმანეთს კლასიკურ, სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში შეეჯიბრნენ.

დროის კონტროლი:

  • კლასიკურ ჭადრაკში – 1 სთ და 30 წთ – 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ პარტიის ბოლომდე , ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
  • სწრაფ ჭადრაკში – 15 წუთი 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
  • ელვისებურ ჭადრაკში – 3წუთი 2 წამის დამატებით.

ხუთი კლასიკური, ხუთი სწრაფი და 10 ელვისებური პარტიის ჯამში პირველ ადგილზე მერი არაბიძე გავიდა, მეორეზე ევროპის ექსჩემპიონი ალინა კაშლინსკაია, ხოლო მესამე ადგილზე მსოფლიოს ექსჩემპიონი ანტუანეტა სტეფანოვა განთავსდა.