მარიამ ცეცხლაძის 2 ოქრო საქართველოს ჩემპიონატზე 14 წლალმდე გოგონათა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5-8 აპრილს, ქ.თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჩამპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში – შოთა ინწკირველის მემორიალი 10, 14 და 18  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.

ტურნირები ჩატარდა ფიდეს წესებით, სწრაფ წადრაკში 18 და 14 წლამდე გოგონათა შორის წრიული სისტემით, ხოლო სხვა კატეგორიებში შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ელვისებურ ჭადრაკში 18, 14 და 10 წლამდე გოგონათა შორის ღონისძიება წრიული სისტემთ გაიმართა, ხოლო სხვა კატეგორიებში შვეიცარული სისტემით 9 ტურად. სწრაფ ჭადრაკში დროის კონტროლი იყო 15 წუთი 10 წამის დამატებით, ელვისებურ ჭადრაკში კი – 5 წუთი 3 წამის დამატებით.

სწრაფ ჭადრაკში სამივე კატეგორიაში 100 მოჭადრაკე მონაწილეობდა, ელვისებურ ჭადრაკში კი – 88 მონაწილე. მათ შორის აჭარიდან 2 სპორტსმენი ასპარეზობდა:

  • მარიამ ცეცხლაძე (14 წლამდე გოგონათა შორის)
  • რატი დიასამიძე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)

აღსანიშნავია, რომ ორივე სპორტსმენმა 2-2 მედლის მოპოვება შეძლეს!

მარიამ ცეცხლაძე 14 წლამდე გოგონათა შორის როგორც სწრაფ ჭადრაკში (7-დან 5.5 ქულით), ასევე ელვისებურ ჭადრაკში (9-დან 8.5 ქულით) ოქროს მედლის მფლობელი და საქართველოს ჩემპიონი გახდა! მწვრთნელი: დავით მაღალაშვილი.

რატი დიასამიძემ 10 წლამდე ჭაბუკთა შორის სწრაფ ჭადრაკში 9-დან 7 ქულით და ელვისებურ ჭადრაკში 9-დან 6.5 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა! მწვრთნელი: თენგიზ დიდმანიძე