მარიამ ცეცხლაძის ვერცხლი და ბრინჯაო საქართველოს ჩემპიონატზე სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 2-5 აპრილს, ქ.თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჩამპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში – შოთა ინწკირველის მემორიალი 8, 12 და 16  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.

ტურნირები ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ელვისებურ ჭადრაკში დროის კონტროლი იყო 5 წუთი 3 წამის დამატებით, სწრაფ ჭადრაკში კი – 15 წუთი 10 წამის დამატებით.

სამივე კატეგორიაში 100-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა. აჭარიდან ასპარეზობდა 2 სპორტსმენი:

  • მარიამ ცეცხლაძე (16 წლამდე გოგონათა შორის)
  • ანეტა ქედელიძე (12 წლამდე გოგონათა შორის)

აღსანიშნავია, რომ მარიამ ცეცხლაძემ 16 წლამდე გოგონათა შორის სწრაფ ჭადრაკში9-დან 7 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ელვისებურ ჭადრაკში 9-დან 8 ქულით ბრინჯაოს მედლის მფოლობელი გახდა! მწვრთნელი: დავით მაღალაშვილი