მარიამ ცეცხლაძემ საქართველოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატზე 13 წლამდე გოგონათა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

11-14 მარტს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატი 9 და 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი მიმდინარეობდა საჭადრაკო პლატფორმაზე ternelo.com.

შეჯიბრებაში წარმოდგენილი იყო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 113 სპორტსმენი. აჭარიდან მონაწილეობდა 7 მოჭადრაკე. ასპარეზობა გაიმართა შვეიცარული სისტემით 9 ტურად, დროის კონტროლი: 15+5.

ბათუმელმა მოჭადრაკემ მარიამ ცეცხლაძემ საქართველოს ჩემპიონატზე მორიგად მიაღწია წარმატებას, მან 9-დან 6 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა! პედაგოგი – საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი.