მარიამ ცეცხლაძემ საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

25-29 ოქტომბერს – საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com 12 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი გაიმართა.

12 წლამდე გოგონათა შორის lll ადგილზე გავიდა ბათუმელი მარიამ ცეცხლაძე! მწვრთნელი – ლ. ნეურონოვი

საპრიზო სამეული 12 წლამდე გოგონათა შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი – ანასტასია კირთაძე (ნ.მანაგაძე/ქუთაისი) 9 ქულა

II ადგილი – მარიამ გვატუა (თბილისი/დ.ზარქუა) 7.5 ქულა

III ადგილი – მარიამ ცეცხლაძე (ბათუმი/ლ.ნეურონოვი) 6 ქულა

აჭარის წარმომადგენლების შედეგები :

6 ქულით IV ადგილზე გავიდა ბათუმელი ნატალი აბულაძე.

5 ქულით IX-XIV ადგილები გაიყო ბათუმელმა მარიამ კალანდაძემ.

4.5 ქულით XV-XVIII ადგილები გაიყო ბათუმელმა ლულუ დიასამიძემ.

4 ქულით XIX- XXIII ადგილები გაიყო ბათუმელმა ანეტა ქედელიძემ.

აჭარის წარმომადგენლების შედეგბი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის:

9-დან 5 ქულით XIV-XVII ადგილები გაიყო ბათუმელმა გიორგი ჭანტურიამ.

9-დან 4.5 ქულით XX-XXI ადგილები გაიყო ბათუმელმა ალექსანდრე მსხალაძემ.

აჭარის წარმომადგენლების შედეგები 18 წლამდე გოგონათა შორის:

9-დან 5 ქულით XIII ადგილზე გავიდა ბათუმელი სოფო ანთია.

9-დან 3.5 ქულით XI ადგილზე გავიდა ბათუმელი კესარია მგელაძე.