”მაია ჩიბურდანიძის თასის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 8-11 სექტემბერს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, მაია ჩიბურდანიძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 8 ტურად გაიმართა, დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

ვაჟთა ტურნირში მონაწილეობას 12 მოჭადრაკე ღებულობდა, ქალთა შორის კი – 14. მათ შორის აჭარას წარმოადგენდნენ: ნოდარ ლორთქიფანიძე, სალომე მელია და მირანდა მიქაძე.

გამარჯვებულები ვაჟთა შორის:

  1. დავით ჯოჯუა
  2. თორნიკე სანიკიძე
  3. ნიკოლოზ მანაგაძე
  4. გიგა ყუფარაძე
  5. ლევანი ფანცულაია
  6. ნოდარი ლორთქიფანიძე
  7. ზურაბ სტურუა
  8. გიორგი ბაგატუროვი

გამარჯვებულები ქალთა შორის:

  1. ნანა ძაგნიძე
  2. ბელა ხოტენაშვილი
  3. ნინო ხომერიკი
  4. სალომე მელია
  5. ნია დონღვანი
  6. სოფიო გვეტაძე
  7. ინგა ხურცილავა
  8. მირანდა მიქაძე