მაიას თასის პირველი ეტაპი ირაკლი ახვლედიანის გამარჯვებით დასრულდა!

ბათუმელი სპორტსმენის, ირაკლი ახვლედიანის გამარჯვებით დასრულდა მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშების პირველი ეტაპი ონლაინ ჭადრაკში!

ასპარეზობა გაიმართა საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ‘chess com’ – მაია ჩიბურდანიძის  ონლაინ კლუბში და მასში 6 ქვეყნის (საქართველო,საფრანგეთი,სინგაპური,უკრიანა,მალაიზია,სომხეთი) 72 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ტურნირი ჩატარდა შვეიცარული სისტემით 13 ტურად, დროის კონტროლით: 3 წუთი 2 წამის დამატებით.

საპრიზო ხუთეულიში მეორე ბათუმელი სპორტსმენიც მოხვდა. V ადგილზე გავიდა ნოდარ ლორთქიფანიძე.

ტურნირში დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:

I ადგილი – 150 ლარი;
II ადგილი – 120 ლარი;
III ადგილი – 100 ლარი;
IV ადგილი – 80 ლარი;
V ადგილი – 50 ლარი

– ნახევარფინალური და ფინალური 4-პარტიანი მატჩები გაიმართება ოთხ მოჭადრაკეს შორის 13 სექტემბერს, დროის იგივე კონტროლით, სადაც გამოვლინდებიან თასის მფლობელი და პრიზიორები.

– ნახევარფინალში გასასვლელად აუცილებელია ოთხიდან სამი ტურნირის თამაში.

– საუკეთესო ოთხეულის გამოსავლენად დაითვლება 3 ტურნირში აღებული საუკეთესო ქულათა ჯამი. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ქულათა ჯამი თანაბარია, დაითვლება 3 საუკეთესო ტურნირის ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტის ჯამი.

შემდეგი ეტაპები გაიმართება:

– II ტურნირი – 9 აგვისტო, 14.30სთ
– III ტურნირი – 23 აგვისტო, 14.30სთ
– IV ტურნირი – 6 სექტემბერი, 14.30სთ
– V ტურნირი – ნახევარფინალური და ფინალური მატჩები მაია ჩიბურდანიძის თასზე – 13 სექტემბერი, 14.30სთ

ონლაინ-ტურნირებში დაიშვება ნებისმიერი მოჭადრაკე, რომელთა რეიტინგი აღემატება 2000-ს პუნქტს და ვინც გაწევრიანებული იქნება chess.com-ზე არსებულ ჯგუფში ‘Maya Chiburdanidze Club’. https://www.chess.com/club/maya-chiburdanidze-club/join