ლიზი ქონიაძე 14 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ვიცე-ჩემპიონია!

03-11 სექტემბერს, ქ.თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 8 და 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი ჩატარდა შვეიცარული სისტემით, 9 ტურად.

14 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 6.5 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა ბათუმელი ლიზი ქონიაძე! მწვრთნელი – ლეონიდ ნეურონოვი.

ასევე აღსანიშნავია, ქობულეთელი და-ძმის, ანი და ანრი ყალიჩავების კარგი თამაში. 6 წლის ანრი 8 წლამდე მოჭადრაკეებს ღირსეულად შეეჭიდა და ბოლო ტურში საპრიზო სამეულისთვისაც იბრძობდა! ასევე უფროსი ასაკის მოჭადრაკეებში წარმატებით იასპარეზა 12 წლის კესარია მგელაძემ.

საპრიზო სამეულში გასული სპორტსმენები და აჭარის წარმომადგენლების შედეგბი:

8 წლამდე ჭაბუკთა შორის:

I ადგილი – გაბრიელ გაბადაძე (გ.ტყეშელაშვილი/ქუთაისი) 8,5ქულა

II ადგილი – ლუკა ქუნთელია (გ.მაჭარაშვილი/თბილისი) 8ქულა

III ადგილი – დავით თათვიძე (ნ.ჭეფხოძე/ქუთაისი) 7ქულა

6 ქულით VI-XI ადგილები გაიყო ქობულეთელმა ანრი ყალიჩავამ.

8 წლამდე გოგონათა შორის:

I ადგილი – ლიზა უგულავა (ნ.ჭეფხოძე/ქუთაისი) 7,5ქულა

II ადგილი – ანასტასია ქუთათელაძე (ი.კიკვიძე/ქუთაისი) 7,5ქულა

III ადგილი – ლილე ბუაძე (გ.მენაბდე/ქუთაის) 7ქულა

6 ქულით IV-V ადგილები გაიყო ქობულეთელმა ანი ყალიჩავამ,

5 ქულით IX ადგილზე გავიდა ბათუმელი ანეტა ქედელიძე,

4 ქულით XX-XII ადგილები გაიყო ბათუმელმა, ბარბარე მიქელაიშვილმა.

14 წლამდე ჭაბუკთა შორის:

I ადგილი – ვასიკო შაპოვალოვი (ნ.მანაგაძე/ვანი) 7,5ქულა

II ადგილი – ნიკოლოზ დარსაძე (თ.სანიკიძე/თბილისი) 7ქულა

III ადგილი – ნიკოლოზ შამათავა (მ.ბოკუჩავა/ზუგდიდი) 7ქულა

5.5 ქულით XIII-XVII ადგილები გაიყვეს ბათუმელმა გიორგი გაბუნიამ და გიორგი გოგიაშვილმა

4 ქულა მოაგროვა 10 წლის ბათუმელმა მოჭადრაკემ დემეტრე გოგიაშვილმა.

14 წლამდე გოგონათა შორის:

I ადგილი – ანასტასია კირთაძე (ნ.მანაგაძე/ქუთაისი) 8,5ქულა

II ადაგილი – ლიზი ქონიაძე (ლ.ნეურონოვი/ბათუმი) 6,5ქულა

III ადგილი – მარიამ სიჭინავა (ლ.ჯანჯღავა/თბილისი) 6,5ქულა

6 ქულით V ადგილზე გავიდა ბათუმელი კესარია მგელაძე,

5 ქულით X ადგილზე გავიდა ქობულეთელი ეკატერინე ცივაძე.