კლუბ “აზმაის” გამარჯვებით დასრულდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი.
თასის მფლობელი გახდა თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის კლუბი “აზმაი” , რომლის შემადგელობაშიც თამაშობდა ბათუმელი მოჭადრაკე – კესარია მგელაძე.

ვერცხლის მედალი მოიპოვა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გუნდმა “ნტნ”, მესამე ადგილზე კი ქუთაისის “ქუთაისი” გავიდა.

საკლუბო ჩემპიონატის დახურვაზე გამარჯვებულები ლეგენდარულმა ჩემპიონებმა, ნონა გაფრინდაშვილმა და მაია ჩიბურდანიძემ დააჯილდოეს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 14 000 ლარს შეადგენდა.