“მაია ჩიბურდანიძის თასი-2019”-კესარია მგელაძის მეორე ადგილი 10 წლამდე გოგონათა კატეგორიაში

ქ. ქუთაისში დასრულდა “მაია ჩიბურდანიძის თასის” გათამაშება სადაც წარმატებით იასპარეზა ბათუმელმა მოჭადრაკემ – კესარია მგელაძემ. მან 10 წლამდე გოგონათა შორის თეკლა კოღუაშვილთან ერთად პირველი-მეორე ადგილი გაიყო, კოეფიციენტით კი მეორე ადგილი ხვდა წილად.