მორიგი ვერცხლის მედალი ამჟამად ირაკლი ახვლედიანის მონაგარშია

თურქეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 16-21 ნოემბერს, მერსინის მეტროპოლიის მუნიციპალიტეტის მე-5 საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი გაიმართა.

ღონისძიება ჩატარდა 2 კატეგორიად: A და B, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

A კატეგორიაში მონაწილეობას 82 მოჭადრაკე ღებულობდა, ხოლო B-ში კი – 150.

ტურნირებში საქართველოდან ასპარეზობდა 6 მოჭადრაკე, მათ შორის იყვნენ ბათუმლებიც: ირაკლი ახვლედიანი, ნოდარ ლორთქიფანიძე და კესარია მგელაძე.

ირაკლი ახვლედიანმა 9-დან 7ქულა დააგროვა და A კატეგორიაში მეორე ადილი დაიკავა!

ქართველი სპორტსმენების ტექნიკური შედეგები:

  1. ირაკლი ახვლედიანი (კატეგორია A) 9-დან 7 ქულა
  2. ნოდარი ლორთქიფანიძე (კატეგორია A) 9-დან 6 ქულა
  3. გიორგი ელაშვილი (კატეგორია B) 9-დან 8 ქულა
  4. კესარია მგელაძე (კატეგორია B) 9-დან 6.5 ქულა
  5. ვასიკო შაპალოვი (კატეგორია B) 9-დან 6 ქულა
  6. დავით თათვიძე (კატეგორია B) 9-დან 5.5 ქულა