ირაკლი ახვლედიანის მორიგი წარმატება!

8-16 ოქტომბერს, იტალიაში, საერთაშორისო ტურნირი 44 Open Int. Città di Arco გაიმართა.

ღონისძიება მოიცავდა A და B კატეგორიას, რომლებიც შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს ქონდა 90 წუთი 30 წამის დამატებით, + 30 წუთი მეორმოცე სვლიდან.

საქართველოდან ტურნირში 2 მოჭადრაკე მონაწილეოდა: ნიკოლოზ ჩხაიძე და ირაკლი ახვლედიანი. აღსანიშნავია, რომ ბათუმელმა სპორტსმენმა 9-დან 7 ქულა დააგროვა და საპრიზო III ადგილი დაიკავა! ირაკლიმ ასევე მოიგო ლამაზი პარტიის ნომინაციაც.