ვეტერანთა ტურნირი “ბათუმის თასი – 2023”

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა კლუბში ”ნონა”, 19 დეკემბერს, ვეტერანთა ტურნირის – “ბათუმის თასი 2023”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ღონისძიება 20 მონაწილეს შორის ოლიმპიური სისტემით გაიმართა. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცა 10 წუთი პარტის ბოლომდე.

ვაჟთა შორის პირველ ადგილზე ნოდარ ძნელაძე გავიდა, რომელმაც ფინალში ვალერი სვედი დაამარცხა. ქალთა კატეგორიაში კი პირველობა სვეტლანა უტიანსკაიამ მოიპოვა.

პირველ ადგილზე გასული ვეტერანები დაჯილდოვდნენ: თასით, სიგელით, მედლითა და ფულადი ჯილდოთი, ხოლო ტურნირის დანარჩენი მონაწილენი დასაჩუქრდნენ ფასიანი საჩუქრით.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: