ევროპის ჰიბრიდული შესარჩევი ტურნირი FIDE-ს მსოფლიო თასისთვის

ევროპის ჰიბრიდული შესარჩევი ტურნირი FIDE– ს მსოფლიო თასისთვის 21–30 მაისს, Tornelo-ს საჭადრაკო პლატფორმაზე გაიმართება.

ტურნირი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით, დროის კონტროლით 120 წუთი
პარტიის ბოლომდე ყველა სვლაზე 30 წამის დამატებით. გამარჯვებულის გამოსავლენად თითოეულ წრეში გაიმართება ორი სტანდარტული პარტია, მატჩში ყაიმის შემთხვევაში კი – ტაი-ბრეიქი.

როდესაც დარჩება 36 მონაწილე, ფინალი გაიმართება შვეიცარიული სიტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 10 წუთი 3 წამის დამატებით.

პრიზებისა და ადგილების გადანაწილებისთვის ტაი-ბრეიქების საჭიროების შემთხვევაში გათამაშდება 2 პარტია, დროის კონტროლით 10 წუთი 3 წამის დამატებით, ყაიმის შემთხვევაში კი გაიმართება „არმაგედონი“.

თითოეულმა ფედერაციამ უნდა გამოყოს სათამაშო დარბაზი და შეათანხმოს ევროპის საჭადრაკო კავშირთან.

სათამაშო სივრცეებში უნდა იყოს პანორამული კამერები და ყველა (თითოელი) მონაწილე უნდა ჩანდეს კომპიუტერის ან პანორამული კამერით.

ტურნირი გაიმართება ფიდეს ანტი-ჩითინგისა და სამართლიანი თამაშის წესების დაცვით, სპეციალურ სერვერზე, რომელიც მხოლოდ ამ ტურნირისთვის იქნება განკუთვნილი.

თითოეულ სათამაშო სივრცეში იქნება ორი მსაჯი. მსაჯები უნდა საუბრობდნენ ინგლისურ ენაზე.

საქართველოდან მონაწილეობას იღებს 10 მოჭადრაკე. აღსანიშავია, რომ მათ შორის ერთი ბათუმელი საერთაშორისი ოსტატი ნოდარ ლორთქიფანიძეა, რომელმაც შეჯიბრების საგზური საქართველოს 2021 წლის ვაჟთა 80-ე ჩემპიონატში მოიპოვა.

ტესტ ტურნირი და ვებინარი დაიწყება 21 მაისიდან, I წრის პარტიები კი გაიმართება 24-26 მაისს.

I ტურის კენჭისყრა უკვე ცნობილია!

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:

საპრიზო ფონდი: 32 000 ეურო

1 ადგილი3000 ევრო
2 ადგილი2500 ევრო
3 ადგილი2000 ევრო
4-6 ადგილი1500 ევრო
7-10 ადგილი1250 ევრო
11-20 ადგილი1000 ევრო
21-30 ადგილი500 ევრო