ევროპის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში

15 დეკემბერს, ზაგრებში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში.

ღონისძიება 41 ქვეყნის 495 მონაწილეს შორის შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართა.

ასპარეზობაში საქართველოს სახელით 2023 წლის ქვეყნის ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში ბაადურ ჯობავა მონაწილეობდა.

ბაადურმა 11-დან 8,5 ქულა დააგროვა და IV-XVIII ადგილები გაინაწილა. დამატებითი მაჩვენებლებით ქართველი დიდოსტატი VII ადგილზე გავიდა.

ჩემპიონობა 11-იდან 9,5 ქულით სერბეთის სახელით მოასპარეზე ალექსეი სარანამ მოიპოვა, ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და საპრიზო ადგილები გაინაწილეს:ჰაიკ მარტიროსიანმა (სომხეთი) და დანიელმა დეკმა (რუმინეთი).