ევროპის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში

მონაკოში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში. ტურნირი მიმდინარეობდა შვეიცარული სისტემით 13 ტურად, სადაც 25 ქვეყნის 90-მდე მონაწილე ასპარეზობდა.

საქართველოდან წარმოდგენილი იყო 3 სპორტსმენი:
ნანა ძაგნიძე – 8,5 ქულა
მაია ჩიბურდანიძე – 7,5ქულა – I-II ადგილი 50+ მოჭადრაკეებს შორის
ნონა გაფრინდაშვილი – 7 ქულა – I ადგილი 65+ მოჭადრაკეებს შორის