ევროპის ქალთა ონლაინ საკლუბო ჩემპიონატი კლუბი “Cercle d’Echecs de Monte-Carlo”-ს გამარჯვებით დასრულდა!

საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში ათმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატი მონაკოს საჭადრაკო კლუბის ‘ Cercle d’Echecs de Monte-Carlo’-ს დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა! აღსანიშნავია, რომ გუნდის ერთ-ერთი წევრი ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე იყო.

კლუბის წევრები დაფების მიხედვით:

  1. ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი)
  2. ნანა ძაგნიძე (საქართველო)
  3. პია კრამლინგი (შვედეთი)
  4. ელისაბედ პაეცი (გერმანია)
  5. მონიკა სოკო (პოლონეთი)

I-IV ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემა ფულადი პრიზები:  

I ადგილი – Team- Cercle d’Echecs de Monte-Carlo (მონაკო) 2500 ევრო, 

II ადგილი – UGRA (რუსეთი)  2000 ევრო, 

III ადგილი – GAMBIT Volgograd  (რუსეთი)  1500 ევრო

IV ადგილი – Poland Hussars  (პოლონეთი)  1000 ევრო.

ასევე მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ ინდივიდუალურად დაფების მიხედვით:

I დაფის საუკეთესო მოთამაშეები:

  1. გუნინა ვალენტინა ( GAMBIT Volgograd ) 7/9 ქულა
  2. ზავაძკა ჟოლანტა (Poland Hussars) 6,5 / 9 ქულა
  3. მამადზადა გუნაი (Odlar Yurdu) 5,5 / 9 ქულა.

II დაფის საუკეთესო მოთამაშეები:

  1. კაშლინსკაია ალინა (Clichy-Echecs-92) 6.5 / 9 ქულა
  2. გირია ოლგა (UGRA) 5/8 ქულა
  3. ძაგნიძე ნანა (Cercle d’Echecs de Monte-Carlo) 5/8 ქულა

III დაფის საუკეთესო მოთამაშეები:

  1. პაპ პეტრა (Hello Sakk) 4/7 ქულა
  2. დაულეტოვა გულმირი (TREMBLAY EN FRANCE) 5/9 ქულა
  3. ბადელკა ოლგა (UGRA) 4/7 ქულა

IV დაფის საუკეთესო ქულის მქონე მოთამაშეები:

  1. დორჯიევა დინარა (UGRA) 7/9 ქულა
  2. ანტოლაკ ჯულია (Poland Hussars) 4,5 / 7 ქულა
  3. პაეტც ელისაბედი (Cercle d’Echecs de Monte-Carlo) 4,5 / 7 ქულა

საუკეთესო სარეზერვო მოთამაშეები (დაფა 5):

  1. ბუკსა ნატალია (Kyiv Chess Federation – Greco) 5,5 / 8 ქულა
  2. ამბარცუმოვა კარინა (SK Schwäbisch Hall) 5/7 ქულა
  3. ფატალიევა ულვია (Odlar Yurdu) 2.5 / 5 ქულა

ქართული ჭადრაკის გულშემატკივრებისთვის დასანანია, რომ მრავალწლიანი გამარჯვებების შემდეგ ტურნირში არ მიუღია მონაწილეობა ბათუმის საჭადრაკო კლუბ ”ნონას”. იმედია, 2021 წლიდან ქართული კლუბები კვლავ იბრძოლებენ ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.