ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი 2023

17-30 მარტს, მონტენეგროში, რიგით 23-ე ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართება.

ტურნირი ჩატარდება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი, ყოველ სვლაზე 30 წამის მატებით.

ღონისძიებაში მონაწილეობს 136 მოთამაშე 34 ევროპული ფედერაციიდან.

საქართველოდან მონაწილეობს 8 მადნილოსანი:

  1. ბელა ხოტენაშვილი
  2. ლელა ჯავახიშვილი
  3. მერი არაბიძე
  4. სალომე მელია
  5. ლილე ქორიძე
  6. ელენე წოწონავა
  7. ნია დონღვანი
  8. დიანა ლომაია

ღონისძიების გახსნის ცერემონია საქართველოს დროით გაიამრთება 17 მარტს 23:00-საათზე, ხოლო პირველი ტური დაიწყება 18 მარტს 18:00-საათზე. პარტიების პირდაპირი ჩვენება ანტიჩითინგის წესებიდან გამომდინარე დაიწყება 15 წუთის დაგვიანებით, 18:15 საათიდან.

ადგილიპრიზიადგილიპრიზი
110000 €111500 €
28000 €121500 €
37000 €131000 €
46000 €141000 €
55000 €151000 €
64000 €161000 €
73000 €171000 €
82500 €181000 €
92000 €191000 €
101500 €201000 €