ევროპის ონლაინ სასკოლო ჩემპიონატზე კესარია მგელაძემ და დეა ბედოშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს!

3-12 დეკემბერს, საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com სწრაფ ჭადრაკში ევროპის ონლაინ სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.

ღონისძიება ჩატარდა 5 სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, დროის კონტროლით: 15 წუთი 10 წამის დამატებით.

ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ თითოეული სექციის 8 საუკეთესო მოთამაშე გადავიდა ფინალურ – ნოკაუტ ეტაპზე, რომელმაც გამოავლინა ღონისძიების გამარჯვებულები.

ქართველების მონაგარში 8 მედალია: დავით თათვიძემ, ერეკლე ტაბატაძემ, ქრისტინე ხვადაგიანმა და დიანა ლომაიამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, გიორგი ჭალაძე, აკაკი ყალიჩავა, კესარია მგელაძე და დეა ბედოშვილი კი ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ!