ევროპის ონლაინ ჩემპიონატი ახალგაზრდებში

ევროპის საჭადარკო კავშირის ორგანიზებით, პირველად ისტორიაში,18 სექტემბერს დაიწყო ევროპის ონლაინ ჩემპიონატი ახალგაზრდებში. ტურნირში მონაწილეობას იღებს 700-ზე მეტი მოთამაშე ევროპის 40 ფედერაციიდან!

ტურნირის გახსნა 18 სექტემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) გაიმართა! მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა გია კავთელიშვილმა და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა.

ჩემპიონატი ტარდება 4 ასაკობრივ კატეგორიაში: 12;14;16;18 წწ.

ასპარეზობა გრძელდება 3 დღეს, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად. დროის კონტროლი: 25 წუთი + 5 წამი პირველივე სვლიდან. ტურნირში გამოვლინდებიან გამარჯვებულები, როგორც პირად, ასევე გუნდურ ჩათვლაში.

ტურნირში  მონაწილეობს 24 ქართველი. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ერთი, 12 წლამდე გოგონათა შორის, ბათუმელი მოჭადრაკე მარიამ ცეცხლაძეა! ქართველი მოჭადრაკეების ტურნირში მონაწილეთა სია განისაზღვრა, მათი ასაკობრივი კატეგორიის საუკეთესო რეიტინგ მაჩვენებლის მიხედვით.