ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში

ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკში 26 აგვისტოდან სტარტი აიღო ევროპის ინდივიდუალურმა ჩემპიონატმა ჭადრაკში.

ღონისძიება ჩატარდება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად, დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი დარჩენილი თამაშისთვის, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს 190 მოთამაშე ევროპის 36 ფედერაციიდან, რომლებიც იბრძვიან ევროპის ჩემპიონის ტიტულისათვის და მსოფლიო თასის 2023 წლის საკვალიფიკაციო ადგილებისათვის.

საქართველოდან მონაწილეობას ღებულობენ:

  1. ლევან ფანცულაია
  2. ლუკა პაიჭაძე
  3. გიგა ყუფარაძე
  4. ნიკოლოზ კაჭარავა