გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა „ბათუმი – 2021”-ის ღია საჭადრაკო ფესტივალთან დაკავშირებით

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 ივლისის № 359 დადგენილების შესაბამისად, სპორტსმენები საჭადრაკო ფესტივალში დაიშვებიან მხოლოდ წინასწარი PCR ტესტის საფუძველზე.

Covid 19-ის პანდემიიდან გამომდინარე მიღებული რეგულაციების დაცვის მიზნით, ტურნირის დებულებაში შესაბამისად შედის ცვლილება.

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21 ივლისს, 17:00-დან 20:00 საათამდე, სპორტსმენთათვის, ვისაც არ ექნება თან ტესტის გაკეთების საბუთი, საჭადრაკო დარბაზთან იქნება ორგანიზებული PCR ტესტირება. ღირებულება – 40 ლარი.

გამომდინარე იქედან, 22 ივლისს თუ როდისთვის იქნება მზად ტესტირების პასუხები, 1 ტურის დაწყების დრო შეიცვლება. ინფორმაცია გამოქვეყნდება 20 ივლისს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდზე.