გიგა ყუფარაძის ბრწყინვალე გამარჯვება!

26 იანვარს chess.com-ზე გამართულ საერთაშორისო ტურნირში “Titled Tuesday” საერთაშორისო დიდოსტატმა გიგა ყუფარაძემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა!

ტურნირში მონაწილეობას იღებდა 747 ტიტულოვანი მოჭადრაკე. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა. დროის კონტროლი: 3+2

აღსანიშნავია, რომ გიგამ გადამწყვეტ ტურში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა და საბოლოოდ 11-დან 10 ქულით I ადგილი დაიკავა.

I-IV ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ელექტრონულ სიგელთან ერთად ფულადი პრიზიც გადაეცათ:

  • I ადგილი – გიგა ყუფარაძე 10 ქულა (საქართველო) 750 დოლარი
  • II ადგილი – ჰიკარუ ნაკამურა 9,5 ქულა (აშშ) 400 დოლარი
  • III ადგილი – ჯეფრი ხიონგი 9,5 ქულა (აშშ) 150 დოლარი
  • IVადგილი – ფედერიკო პერეზ პონსა 9,5 ქულა (არგენტინა) 100 დოლარი