მატჩ-ტურნირი გიბრალტარში

24 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, გიბრალტარში, მაღალი რეიტინგის მქონე 10 ქალბატონით დაკომპლექტებული გუნდი მსგავსი რეიტინგის მქონე 10 ვაჟ მოჭადრაკეს უპირისპირდებოდა. 

ფესტივალი გაიმართა გუნდურად, წრიული სისტემით 10 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ქალთა გუნდის კაპიტანი იყო პია კრამლინგი, ვაჟთასი კი – საბინო ბრუნელო.

ტურნირი მოიგო ვაჟთა გუნდმა, საერთო ანგარიშით: 53-47.

აღსანიშნავია, რომ ქალთა გუნდში მონაწილეობდა ბათუმელი დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი.