“გია მახარაძის თასი”-ს გამარჯვებულები

26 ივლისს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის ”ბათუმი 2026”-ის ფარგლებში ელვისებურ ჭადრაკში გია მახარაძის სახელობის თასი გაიმართა.

ღონისძიება 2 კატეგორიად ჩატარდა:

  • A – ღია ტურნირი;
  • B – 12 წლამდე ღია ტურნირი.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა, დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით. A ტურნირში დაითვალა ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში. ასპარეზობაში სულ 80 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ღია კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. მესროპოვ კონსტანტინ (ფიდე) 7-დან 6.5 ქულა
  2. კურდაგია ალექსანდრ (ფიდე) 7-დანნ 6 ქულა
  3. რეპრინცევ ალექსანდერ (უკრაინა) 7-დან 5.5 ქულა

ქალთა ნომინაციის გამარჯვებული:

  1. ლაჟევსკაია ჟანნი (ფიდე) 7-დან 5.5 ქულა

12 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. ბერიშვილი ალექსანდრე (საქართველო) 7-დან 7 ქულა
  2. კალანდაძე ალექსანდრე (საქართველო) 7-დან 6 ქულა
  3. ზაქარიაძე იოანე (საქართველო) 7-დან 5.5 ქულა

გოგონათა ნომინაციის გამარჯვებული:

  1. მელაძე ანასტასია (7-დან 5 ქულა)

საუკეთესო შედეგი ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა შორის:

  1. მელაძე ანასტასია (7-დან 5 ქულა)

ღონისძიების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 28 ივლისს 17:00 საათზემუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: