“გია მახარაძის თასის” გამარჯვებულები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 25 ივლისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, “ბათუმი -2023”-ის საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში ელვისებურ ჭადრაკში ”გია მახარაძის თასი” გაიმართა.

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერები:

  • ქ. ბათუმის მერია;
  • ბათუმის სპორტული ცენტრი;
  • აჭარის სპორტის დეპარტამენტი.

ჩემპიონატი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვალაზე 2 წამის დამატებით.

ღონისძიებაში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 92 მოჭადრაკე.

ტურნირის გამარჯვებული და გია მახარაძის სახელობის თასის მფლობელი 9-დან 8.5 ქულით საერთაშორისო ოსტატი ნოდარ ლორთქიფანიძე გახდა!

საპრიზო სამეული:

  1. ნოდარ ლორთქიფანიძე (9-დან 8.5 ქულა)
  2. დიმიტრი სვეტლოვი (9-დან 8 ქულა)
  3. გაიოზ ნიგალიძე (9-დან 7 ქულა)

ქალთა შორის პირველი ადგილი კესარია მგელაძემ დაიკავა! (9-დან 7 ქულა)

გია მახარაძის წარმომავლობიდან გამომდინარე, ტურნირში დაწესებული იყო სპეციალური პრიზი, რომელიც ხულოს რაიონიდან საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენს გადაეცემოდა. ამ ნომინაციის გამარჯვებული 9-დან 4.5 ქულით  ირაკლი ართმელაძე გახდა!

ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია 28 ივლისს 16:00 საათზე მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომითა და მედლით, ჩემპიონი ასევე თასით.

ფულადი ჯილდო:

I ადგილი – 300 ლარი

II ადგილი – 200 ლარი

III ადგილი – 150 ლარი

I ადგილი ქალთა შორის – 150 ლარ

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: