გამარჯვება ევროპის პირველ ონლაინ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში

საერთაშორისო დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა,  ახლახანს დასრულებულ ევროპის პირველ ონლაინ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა!

ნინომ 16 შესაძლებლობიდან 10 ქულა დააგროვა და ამ გამარჯვებით ევროპის ქალთა ჩემპიონატის 2020 წლის საგზურიც მოიპოვა. 

მეოთხე შედეგი აჩვენა ნინო ხომერიკმა.

ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი 16-31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. ყველა კატეგორიის ტურნირი ვირტუალურ ონლაინ პლატფორმაზე გაიმართა: https://www.chess.com/live

A.ტურნირი   1000 – 1400
B.  ტურნირი  1401 – 1700
C.  ტურნირი  1701 – 2000
D.  ტურნირი  2001 – 2300
E. . ტურნირი 2300+

რეიტინგ კატეგორიებიდან გასული მოჭადრაკეები  ორგანიზატორების მიერ  შემდეგ ეტაპზე ავტომატურად რეგისტრირდებოდნენ.

პარტიების შემდეგი დროის კონტროლით მიმდინარეობდა: 10 წუთი 2 წამის დამატებით;