ბლიც ტურნირების გამარჯვებულები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 19 – 20 აგვისტოს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში “შავი ზღვის დელფინი – 2023”-ის საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში ელვისებურ ჭადრაკში ჩემპიონატები გაიმართა.

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერი:

  • აჭარის სპორტის დეპარტამენტი

ჩემპიონატები ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვალაზე 2 წამის დამატებით.

ღონისძიებაში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე მოჭადრაკე.

8 წლამდე ღია ტურნრის გამარჯვებულნი:

  1. ალექსანდრე ბერიშვილი (7-დან 7 ქულა)
  2. ანდრია აკოფაშვილი (7-დან 5 ქულა)
  3. გიორგი კვარაცხელია (7-დან 5 ქულა)

8 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებული:

  1. ევა სოსელია (7-დან 4 ქულა)

10 წლამდე ღია ტურნირის გამარჯვებულნი:

  1. მანუელ ბარსეღიან (7-დან 7 ქულა)
  2. ალექსანდრე აკოფაშვილი (7-დან 6 ქულა)
  3. რატი დიასამიძე (7-დან 5 ქულა)

10 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებული:

  1. ნინო ბოლქვაძე (7-დან 3ქულა)

12 წლამდე ღია ტურნირის გამარჯვებულნი:

  1. შოთა დოლიძე (7-დან 5.5 ქულა)
  2. ანეტა ქედელიძე (7-დან 5 ქულა)
  3. დავით ბერიშვილი (7-დან 5 ქულა)

12 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებული:

  1. ლიკა ჩხარტიშვილი (7-დან 5.5 ქულა)

ღია ელვისებური ტურნირის გამარჯვებულნი:

  1. ბულატ ხალიკოვ (7-დან 6 ქულა)
  2. ჟანნი ლაჟევსკაია (7-დან 5.5 ქულა)
  3. ზვიად ქამადაძე (7-დან 5 ქულა)

ღია ელვისებური ტურნირის გამარჯვებული ქალთა შორის:

  1. კსენია ბოდნარუკ (7-დან 5 ქულა)

ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია 21 აგვისტოს, 16:00 საათზე მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომითა და მედლით, ჩემპიონი ასევე თასით.

ასაკობრივ ტურნირებში გამარჯვებული სამეული და 1 საუკეთესო შედეგის მქონე გოგონა ასევე დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრით.

ღია ბლიც ტურნირში გამარჯვებული სამული და 1 საუკეკთესო შედეგის მქონე ქალთა შორის კი დაჯილდოვდება ფულადი ჯილდოთი:

I ადგილი – 300 ლარი

II ადგილი – 200 ლარი

III ადგილი – 150 ლარი

I ადგილი ქალთა შორის – 150 ლარი

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: