ბაციაშვილმა III საპრიზო ადგილი გაიყო!

საერთაშორისო დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა მონაკოში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში III-VIII ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლით წილად ხვდა IV ადგილი.

ტურნირში სულ 3 ქართველი ღებულობდა მონაწილეობას: მაია ჩიბურდანიძემ 6,5 ქულა დააგროვა და III შედეგი აჩვენა 50+ მოჭადრაკეთა შორის, ხოლო ნონა გაფრინდაშვილი  6 ქულით საუკეთესო იყო 65+ მოჭადრაკეებში.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და 25 ქვეყნის 103 მონაწილეს მოუყარა თავი.