ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა კლუბთან ”ნონა” 1 ივნისს 16:00 საათიდან საჭადრაკო აქტივობები გაიმართა.

ამხანაგური მატჩები ითამაშეს აჭარის ასაკობრივი ჩემპიონატების პრიზიორებმა. გუნდები დაკომპლექტებული იყო 5-5 სპორტსმენისგან. თითოეულ გუნდს ყავდა ლიდერი და დაერქვა სახელი.

დროის კონტროლი: თითოეულ გუნდს მიეცა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.

”პაიკებისა” და ”ლაზიერის” ორთაბრძოლა, ”პაიკების” გამარჯვებით დასრულდა!

ამხანაგური მატჩის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სამახსოვრო საჩუქრებით.

გუნდი “პაიკი”-ს შემადგენლობა:

  1. ლულუ დიასამიძე (ლიდერი)
  2. მარიამ კალანდაძე
  3. გიორგი გოგიაშვილი
  4. შოთა დოლიძე
  5. ანეტა ქედელიძე

გუნდი “ლაზიერი”-ს შემადგენლობა:

  1. ალექსანდრე მსხალაძე (ლიდერი)
  2. ირაკლი ყურშუბაძე
  3. დემეტრე გოგიაშვილი
  4. მირიან ბერიძე
  5. დეა ბედოშვილი